ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს

ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს

ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ლონდონში ქართველ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ სიის ფორმირებაში ჩართულობას შეეხებოდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არის პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი.

„მე არასოდეს დამიმალავს, რომ მას აქვს ძალიან მაღალი ავტორიტეტი, არა მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებაში“, არამედ მთლიანად საქართველოში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რომ მასთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება არსებობდეს, ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ შემდგომი გუნდი და ცვლილებები გუნდში, ეს არ იქნება მთლიანად ახალი გუნდი, იქნება ნაწილი ძველი გუნდიდან წარმოდგენილი, შემდგომი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

https://youtu.be/O8p8AfNlWdE

banner
წინა სტატიაშისანდრო გირგვლიანის მამამ პაატა ბურჭულაძეს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა
შემდეგი სტატია“გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში”