ბიძინა ივანიშვილს შეიძლება, ოპონენტები სიტყვებზე გამოეკიდონ, მაგრამ ფაქტია, სწორი ხედვა აქვს, გულწრფელია და ალბათ ყველაზე მეტს აკეთებს ქვეყნისთვის

ბიძინა ივანიშვილს შეიძლება, ოპონენტები სიტყვებზე გამოეკიდონ, მაგრამ ფაქტია, სწორი ხედვა აქვს, გულწრფელია და ალბათ ყველაზე მეტი გაუკეთებია და აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის,- ასეთი კომენტარი გააკეთა ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ პირველი არხთან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე.

როგორც ხულორდავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე ყოველთვის ყველაზე უბრალოდ და სწორად საუბრობს.

„ძალიან სწორად დასვა აქცენტები საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, ღიაობაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე, ზოგადად, საპარლამენტო მმართველობის მოდელის დანერგვაზე. სწორად და რეალისტურად ხედავს და აფასებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას და შანსებს. ტალახის სროლა ყველაზე ადვილია, საქმის კეთებაა ძნელი. მომწონს დენდროლიგიური პარკიც, „პანორამა თბილისიც“, „ციცინათელაც“, მუსიკალური ცენტრიც, გრანდიოზული სასტუმროც ურეკში და კიდევ ბევრი სხვა პროექტი. კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე მისი მისამართით, რომ ხეების გადატანის თემაზე ჩვენი ოპონენტების მიერ ენთუზიაზმით მიწოდებულ ინფორმაციას ვერ ცდება, ესეც საკმაოდ ნიშანდობლივი და სასაცილოც კია. ეს პროექტები ახალი მიზიდულობის ცენტრებია, ახალი საინტერესო სანახაობაა, რაც მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას; ეს სამუშაო ადგილებია ჩვენი მოქალაქეებისთვის და დახარჯული ფულია, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში რჩება; ყველაფერთან ერთად, ეს კარგი სტიმულია სხვა ინვესტიციების მოსაზიდად. ხშირად უნდა ჰქონდეს საჯარო გამოსვლები. მისგან საზოგადოებამ გუშინ ბევრ კითხვაზე მოისმინა პასუხი“,- აცხადებს თამარ ხულორდავა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლება – დაკავებულია 12 პირი
შემდეგი სტატიაივანიშვილმაც ხელი ბანკებისკენ გაიშვირა და ეს ყველაზე მომგებიანი თემაა პოლიტიკურად – ზურაბ ჯაფარიძე