“ბიძინა ივანიშვილს ნანახი აქვს ვიდეო-კადრები, თუ როგორ უზის კალთაში აბრაამ გარმელიას, მისი არქიმანდრიტი, ბართლომე ფირცხალაიშვილი და როგორ ღლაბუცობენ”, – ამის შესახებ განცხადება, მამა გიორგი სხილაძემ “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
როგორც საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირი აღნიშნავს, აბრაამ გარმელია ერთ-ერთი იმ მამათმავალთაგანია, რომელსაც პატრიარქი დღემდე მფარველობს.
“სემინარიაში დიპლომის ასაღებად, რომ მივედი, ახალი რექტორი დამხვდა, “ძველი კაკებეშნიკი” აბრაამ გარმელია, რომელმაც პირდაპირ მითხრა: “შენ არმოგინანიებია ის ცოდვა, რომ მეუფე ზოსიმეს ცილი დასწამეო” ამ ავაზაკმა, თვითონაც ცნობილმა მამათმავალმა სემინარიის დიპლომი არ მომცა. პირდაპირ გეტყვით, ბიძინა ივანიშვილს ნანახი აქვს ვიდეო-კადრები, თუ როგორ უზის კალთაში აბრაამ გარმელიას, მისი არქიმანდრიტი, ბართლომე ფირცხალაიშვილი და როგორ ღლაბუცობენ. მიუხედავად იმისა, რომ არც აკადემიური პრობლემები მქონდა და გამოცდებიც უმაღლეს ნიშნებზე მქონდა ჩაბარებული, გახრწნილმა გარმელიამ დიპლომი მაინც არ მომცა. დღემდე მფარველობს მას პატრიარქი”, – განაცხადა მამა გიორგი სხილაძემ.


















