(video) ბიძინა ივანიშვილს „ჩვენი საჰაერო სივრცის დატოვება მოუხდება”

ბებიაჩემი მზია წერეთელი

ბებიაჩემი მზია წერეთელისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ვაშაძის წასვლას კიდევ ერთხელ ეხმაურება. კომენტარს ექსპრეზიდენტი “პოსტკრიპტუმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აკეთებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო არასწორი და კონტრპროდუქტიული მისთვის. სააკაშვილის თქმით, გარკვეული ძალები ახალი მოძრაობების შექმნით, ისეთით როგორიც “გირჩი” ან ვაშაძის ახალი ორგანიზაციაა, იქნება მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანას ცდილობენ.

ექსპრეზიდენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახალი სახეებით დაკომპლექტდება და პარტიის რამდენიმე ვეტერანმა წევრმა თავად თქვა უარი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.

„რამდენიმე თვეა, მეუბნებოდნენ ვაშაძეზე, რომ ცალკე გასვლას აპირებდა და ცალკე ორგანიზაციის გაკეთებას. მაინცდამაინც არ მჯეროდა იმიტომ, რომ ნიჭიერ ადამიანად მიმაჩნია. მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად არასწორი და კონტრპროდუქტიული ქმედება, მათ შორის მისთვის. ახლა როგორ სიტუაციაშია საქართველო, დაახლოებით მტრის თვითმფრინავი მოფრინავს ჩვენს დასაბომბად და უნდა როგორმე გავაჩეროთ და ამ დროს ის ისვრის აქეთ-იქით რაკეტებს. აი, ასეთი რაკეტები, ასეთი მაშხალებია ყურადღების გადასატანი. აი, ეს “გირჩი”, ახალი მოძრაობები რაც შეიძლება ვაშაძემ ან სხვებმა გააკეთონ, რომ ყურადღება გადავიტანოთ და ვერ შევაჩეროთ მთავარი საფრთხე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იმან თუ მოაღწია ჩვენამდე დააქცევს მთელს ქვეყანას. თუ ამ არჩევნებშიც ამ გათიშულობით მიაღწია მან ამ წარმატებას. არსებობს ორი პოლუსი და ყველა ჯანსაღი ძალა უნდა კონცენტრირდეს, განახლებული ჩვენი პოლიტიკური ძალის გარშემო. აქ საუბარია იმაზე, რომ კარგია რომ რამდენიმე ვეტერანმა თავად გამოთქვა სურვილი აღარ იყოს სიაში ან ჩაიწიოს უკან, რათა წინ გამოვიდეს ახალი ხალხი, თაობათა ცვლილების პროცესი, განახლების პროცესი ეს არის ყველა ჯანსაღი პროცესის შემადგენელი ნაწილი,”-განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.

მისივე თქმით, ის აქტიურად არის ჩართული სიის ფორმირების საკითხებში, რათა მოხდეს ახალი თაობის პოლიტიკოსები ჩაერთვნენ ქვეყნის გადარჩენის საკითხში. სააკაშვილის თქმით, 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს „ჩვენი საჰაერო სივრცის დატოვება მოუხდება”.

https://youtu.be/1Q-8chrUe5U

banner
წინა სტატიაშისაინფორმაციო სააგენტო “თაიმერის” ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი:პარტია “რეფორმატორები” იშლება-ირაკლი ღლონტის პირველი კომენტარი