ბიძინა ივანიშვილს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მფარველობდა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მფარველობდა.

ამის შესახებ ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილმა რუსული ლობის საშუალებით მოახერხა ტრამპის ოჯახზე გასვლა. სამაგიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა წააგო არჩევნები. ტრამპის ოჯახში იგულისხმება არა უშუალოდ ამერიკის პრეზიდენტი, არამედ მისი სიძე, ივანკას მეუღლე, კუშნერი, რომელიც მუშაობს უშიშროების საბჭოში, ეიზენჰაუერის პალატაში, თეთრი სახლის გვერდზე და რომელიც მფარველობდა ბიძინა ივანიშვილის მაფიას.

რამდენიმე კვირაში დამთავრდება ამ ჯგუფის ბატონობა. ამერიკელმა ხალხმა ვეტო დაადო ოლიგარქიას პოლიტიკაში, დამთავრდა ტრამპიზმი, ოლიგარქია ამერიკაშიც და დამთავრდება რამდენიმე კვირაში საქართველოშიც, სამუდამოდ დამთავრდება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება შეკერილი საქმეების განახლებაზე
შემდეგი სტატიანატო უფრო გლობალური უნდა გახდეს და პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება