ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება… გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა -კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე

“…ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა” – ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ურსულა ფონ დენ ლეიენის მიმართ გაგზავნილ ღია წერილს ეხმაურება.

“ძალიან მნიშვნელოვანი წერილია, რომელიც გაეგზავნა ევროკომისიის ხელმძღვანელს და მთავარი მიზანი არის რა, თქვენ ნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება, როგორც რეზოლუცია ევროპარლამენტის, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, რომ ეს ჩანაწერი დაუკავშირონ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს, იმისათვის, რომ სპეკულაციებისთვის არ დარჩეს სივრცე. იმისათვის, რომ არ იყოს გამოყენებული ეს ჩანაწერი დამატებითი პოლარიზაციისთვის, ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როგორც პრემიერის წერილი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ქალბატონი ფორ დერ ლაიენერის პასუხი.

რა თქმა უნდა, რეზოლუციას აქვს ჩვენთვის ჩალის ფასი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს რეზოლუცია არის აბსოლუტურად უსამართლო. როდესაც რეზოლუცია საუბრობს იმაზე, რომ უნდა გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია და დაისაჯოს ივანიშვილი, იქ რა თქმა უნდა, ჩალის ფასი ექნება ამ დოკუმენტს…

…ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა, – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო