ბიძინა ივანიშვილს აღარ ჰქონდეს უმრავლესობაზე გავლენა პარლამენტში

„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზეც პროკურატურა მაინც რჩება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ბერკეტად„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს. ალასანიას განცხადებით, მისთვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

„კურიერის“ ეთერში საუბრისას ალასანიამ აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის საქმისა და ე.წ კაბელების საქმის უკან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას:

„ველოდი სააპელაციო სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, რომ თავისი ბრძანებით ბიძინა ივანიშვილმა კაბელების საქმეზე 5 უდანაშაულო ადამიანი გაუშვა ციხეში. მე ერთადერთ გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სასამართლო დავა უნდა გაგრძელდეს, შემდეგ ინსტანციაში უნდა წავიდეს, მაგრამ ქვეყანაში ყველა მოქალაქემ ერთადერთი გზა, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ ჰქონდეს უმრავლესობაზე გავლენა პარლამენტში,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაიას ექსკლუზიური ინტერვიუ – სააკაშვილი, საჭირო დროს, საქართველოს მოსახლეობის გვერდით იქნება!”
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე ქიბარ ხალვაშს მიმართავს