ბიძინა ივანიშვილმა “სოტბის” აუქციონზე ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო შეიძინა

ბიძინა ივანიშვილმა

12116229ლონდონში, “სოტბის” აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო “შველი წყლის პირას” ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.

“სოტბის” აუქციონზე ტილო დღეს 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ნახატის საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

’’შველი წყლის პირას’’ რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი.

ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს “კრისტის” აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო “არსენალის მთა ღამით” 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

banner
წინა სტატიაშიქალაქ გორში მოსული უხვი ნალექის შედეგად გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიური მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამედიამ დღეს საშუალება მომცა, რომ ბოლომდე გავხსნილიყავი-სრული ვერსია