ბიძინა ივანიშვილმა საქართველო პრორუსული ორბიტის ტყვეობაში ჩააგდო – გრიგოლ გეგელია

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი გრიგოლ გეგელია ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალენის განცხადებას ეხმაურება. კონგრესმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესების გამტარებელი. ის მტკიცედ მუშაობს ამერიკული ლეგალური ბიზნესების საქართველოდან განსადევნად.
„ლელოს“ ლიდერი მალენის განცხადებას ეთანხმება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას არა ქვეყნის, არამედ პირადი ინტერესებისთვის იყენებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური ეშელონების ყურადღება კვლავ საქართველოს ეთმობა. ფაქტობრივად, დღე არ გადის ისე, რომ საქართველოზე და ივანიშვილის რეჟიმზე განცხადება არ მოვისმინოთ.
მალენისგან ჩვენ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის მონა და მან სახელმწიფო წაიყვანა არასწორი მიმართულებით, სრული იზოლაციისა და გათიშვისაკენ.
სახელმწიფო დღეს იმყოფება არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ პრორუსული ორბიტის ტყვეობაშიც, რომელსაც პუტინის ამფსონი ივანიშვილი მართავს თავისი და არა სახელმწიფო ინტერესებისთვის.
ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ჩააგდო სამარცხვინო მდგომარეობაში, როგორც შინ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. პირველად ისტორიაში ქვეყნის მმართველი ჯგუფი პირდაპირ მოიხსენიება, როგორც პუტინის მოკავშირე და ამფსონი, რაც განუზომელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და განვითარების პერსპექტივას,“ – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ „მთავარი არხის“ რეპორტაჟში: „ნაყიდი კოვიდ 19“ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები არასწორი თარგმანით განზრახ იყო დამახინჯებული
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი : მე ვნახე მასშტაბური ლიდერობა სხვადასხვა მხარისგან და კომპრომისის სულისკვეთება, რამაც საბოლოო ჯამში 8 მარტის შეთანხმება უზრუნველყო