ბიძინა ივანიშვილმა ქართუ ბანკიდან სალომე ზურაბიშვილს 1 მილიონი ლარი მისცა

სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქართუ ბანკისგან ერთი მილიონი ლარი ისესხა. სესხების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

ქართუ ბანკთან გარიგება 1 ოქტომბერს დაიდო. ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში არაა მითითებული ამ სესხის ვადიანობა და მისი საპროცენტო განაკვეთი

 

 

თანხის მოთხოვნის მიზეზი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი გახდა. ამ მუხლის მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად, ზურაბიშვილის სესხს გადასახადის გადამხდელები დაფარავენ.

“საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად,”- წერია კანონში.

საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების კანონით განსაზღვრული ლიმიტი ფიზიკური პირებისთვის 60,000 ლარი, იურიდიული პირებისთვის კი 120,000 ლარია. რეალურად, ივანიშვილის ქართუ ბანკი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელია, მაგრამ რადგან ეს სესხის მეშვეობით ხდება, აღნიშნული კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგანაც კანონი საარჩევნო კამპანიისთვის თანხის სესხების ლიმიტს არ განსაზღვარვს.

ანალოგიურ ხერხს მიმართა 2016 წელს ქართულმა ოცნებამაც. მაშინ ივანიშვილის პარტიამ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი ლარი 4 თვის ვადით ისესხდა. სესხის განაკვეთი 11% იყო.

სალომე ზურაბიშვილის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა 1.9 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1.4 მილიონი სარეკლამო ხარჯს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაში„ომეგა ჯგუფის“ საქმე და სკანდალური აუდიო ჩანაწერები – კომპანიის ხელმძღვანელებს დღეს სასამართლოში გამოკითხავენ
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახური ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის თანხების შემოწირულობის საკითხს შეისწავლის