„ბიძინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად შეთავაზება გაუკეთა ყველა პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა”-თამარ კორძაია

„რესპუბლიკური პარტია” ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს. თამარ კორძაიას განცხადებით „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლას პარტია არ გეგმავს. კორძაიას თქმით, ივანიშვილის დღევანდელი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ის დასაყრდენს ეძებს პრორუსულ ძალებში.

„ბიძინა ივანიშვილის არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. იმიტომ, რომ მან პრაქტიკულად შეთავაზება გაუკეთა ყველა პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. მისთვის ძირითადი მტერი ისევ არის „ნაციონალური მოძრაობა,“ უბრალოდ ჩარჩენილია წარსულში, ვერ ხვდება თვითონ რა შეცდომები დაუშვა. “რესპუბლიკური პარტია” მასთან არ ითანამშრომლებს არასოდეს, არც ერთ პირობებში. სამწუხაროა, რომ ის არის ინფორმაციულ ვაკუუმში ან პირიქით, კიდევ უარესი, ის გადმოვიდა ისევ თავდასხმაზე და ასე ვთქვათ აქციაზე მონაწილე ადამიანების რაოდენობას ითვლის. ბიძინა ივანიშვილის დარჩა პატრიოტთა ალიანსის პარტნიორად და ბიძინა ივანიშვილი დგას და თავხედურად გვეუბნება, რომ რუსულ ბაზართან დაკავშირებით არაგონივრულია საუბარი და საერთოდ უვიცობაა რუსული ბაზრის იგნორირება. ეს უკვე ცალსახად მეტყველებს თუ სად წავიდა ის თავისი გაჭირვების ჟამს. მას აქვს პოლიტიკური კრიზისი და ის ცდილობს, რომ დასაყრდენი იპოვოს რუსულ პოლიტიკურ ძალებთან,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ერთ კონკრეტულ პარტიას გამარჯვების მოპოვება გაუჭირდება ამიტომ მან კოალიციის შექმნის ალბათობა არ გამორიცხა. მისივე თქმით ის ითანამშრომლებს ყველასთან გარდა ნაციონალური მოძრაობისა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია – ისანში, სამშენებლო ობიექტზე უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირდება
შემდეგი სტატიაროგორი იყო ხალხის აქტიურობა 20 ივნისს და როგორია დღეს? 200 კაცს უყრიან თავს – ივანიშვილი საპროტესტო აქციებზე საუბრობს