,,ბიძინა ივანიშვილმა ლევან მურუსიძის დანიშვნით საზოგადოებას სახეში შეგვაფურთხა “

პოლიტიკური პარტიები და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ლევან მურუსიძის დანიშნვის ფაქტის გაპროტესტებას ქუჩის აქციებით გეგმავენ.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ამბობს, აქციები უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სახლთან უნდა გაიმართოს, რადგან მიაჩნია, რომ ლევან მურუსიძეს სწორედ ყოფილი პრემიერი მფარველობს.

“შუშის სასახლესთან აქციები უნდა დაიგეგმოს, რადგან შუშის სასახლის ბინადარი, ფეოდალი ივანიშვილი არის ყველანაირი უკანონობის საწყისი, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში. ივანიშვილი არის მატყუარა, ივანიშვილმა მოგვაფურთხა სახეში მთელ სამოქალაქო საზოგადოებას. თავიდანვე რატომ არ თქვა, არჩევნების წინ, რომ ის გაუწევდა ლობირებას მურუსიძეს,” – ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას ითხოვენ ახალი მემარჯვენეები.

მანანა ნაჭყებიას განმარტებით, საბჭო სახელისუფლებო ზეგავლენისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს და მასში პარლამენტის კვოტა უნდა გაუქმდეს.

„ახლებურად მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირება. მასში ჩართული იყოს არა პარლამენტი, რომ თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების გავლენა, არამედ ჩართული იყოს ადვოკატთა ასოციაცია, ზოგადად მოსამართლეთა კონფერენცია. ოპოზიციის კვოტაც იქნას გათვალისწინებული. ასევე, სახალხო დამცველის კვოტა უნდა იქნას გათვალისიწინებული, რომ მას მივანიჭოთ დამოუკიდებლობა,“ – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს – ჩვენ არ გვექნება კომპლექსი, რომ დაგეთანხმოთ რაღაცეებში
შემდეგი სტატიაადვოკატის ცემისთვის დაკავებული პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს