“ბიძინა ივანიშვილმა გვიშვილა? თუ შეგვპირდა, რომ ყველაფერს ის გააკეთებს ჩვენს სანაცვლოდ”

თუ არა “რესპუბლიკური პარტია”, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადახედოს საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებს და განსაზღვროს რა შეასრულა და რა არა.

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, არა კონკრეტულმა პიროვნებამ, მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა, არამედ მთლიანად კოალიციამ უნდა გაიაზროს, რომელი დაპირებაა ჯერ კიდევ შეუსრუებელი.

“პირადად ჩემი მოსაზრება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე დღეს არის უფრო მაღალი და აღმატებული, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. მე დავრწმუნდი არამხოლოდ მის შესაძლებლობებში, არამედ მის გულწრფელობაში. მე ვიცი, რომ ის საკმაოდ განიცდიდა იმას, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრობიდან წავიდა, მაინც მოუწია საჯარო საკითხებში იმაზე მეტად აქტიურობა, ვიდრე ეს მას სურდა. კოალიციამ უნდა გავაკეთოთ ძალიან მარტივი რამ, ავიღოთ ფურცელი და ჩამოვწეროთ რას დავპირდით ხალხს, რა შესრულდა და რა ვერა. ბიძინა ივანიშვილმა გვიშვილა? თუ შეგვპირდა, რომ ყველაფერს ის გააკეთებს ჩვენს სანაცვლოდ. ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით ქვეყანას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძემ ჯერ-ჯერობით არ იცის დაეწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას
შემდეგი სტატია“დავამხოთ მაფიოზა ბანკები“ – ლეიბორისტულია პარტია “ლიბერთი ბანკთან” საპროტესტო აქციას მართავს