ბიძინა ივანიშვილმა გონიოში დაკარგული ორი სამხედროს ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დაღუპული ჯარისკაცების, იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა.

„მინდა, მივუსამძიმრო მთელ საქართველოს, თავდაცვის სამინისტროს, დაღუპულების ოჯახებს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს კრძალავენ ტრაგიკულად დაღუპულ სამხედროებს – იაგო შარაძეს და გიორგი ნანეტაშვილს. განსაკუთრებული თანადგომა მინდა გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.

თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი 16 აგვისტოს გონიოში გეგმური წვრთნების დროს ზღვაში დაიკარგნენ.

ჯარისკაცების დაკრძალვის სიმბოლური ცერემონია გონიოში დღეს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში,,ბაგა-ბაღების სააგენტო პედაგოგთა პოლიტიკური კუთვნილებით ინტერესდება”
შემდეგი სტატიათბილისის სააპელაციო სასამართლომ „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა