ბიძინა ივანიშვილმა გლდანში ოფშორი მოიწყო

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გლდანში თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ოფშორი მოიწყო, სადაც ბიტკოინის მოპოვების სერვერების სისტემას აშენებს.

“ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს“ 18 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით 1 ლარად, გადაეცა. აღნიშნული კომპანიის უკან თანაინვესტირების ფონდი და ბიძინა ივანიშვილი დგანან.

იქ ადამიანების დასაქმება არ ხდება. ამის საჭიროება არ არსებობს, მაქსიმალურად შეიქმნას რამდენიმე ერთეული სამუშაო ადგილი, თვითონ ივანიშვილმა კი მიიღო ძალიან სერიოზული შეღავათები, გადასახადებისგან აბსოლუტურად გათავისუფლება და რაც მისთვის ყველაზე მთავარი იყო, ნაკლებ გადასახადს გადაიხდის ელექტროენერგიისთვის. ხარჯების 90% ბლოკჩეინების სისტემის მუშაობისას მიდის სწორედ ელექტროენერგიაზე, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ელექტროენერგიის მიწოდება დღგ-ს გადასახადის გარეშე. შესაბამისად, ის გადაიხდის მაქსიმუმ 11,8 თეთრს ელექტროენერგიის გადასახადს, მაშინ როდესაც სხვა მსხვილი მომხმარებლებისთვის ეს გადასახადი 14 თეთრია, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, მათ შორის პენსიონრებისთვის კი – 17 თეთრი.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები დარღვეულია, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში კომპანიას 11 110 000 ლარის ოდენობის ინვესტირება უნდა განეხორციელებინა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„მასტერა“ პატიმრობაში რჩება
შემდეგი სტატია„მასტერა“ მზად არის სასამართლოსთან ითანამშრომლოს