“ბიძინა ივანიშვილმა დილით რამდენიმე ჩემი კოლეგა დატუქსა და ვფიქრობ, კენჭისყრა გადაიდო, რათა კიდევ ერთხელ დატუქსონ”

მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მისი კოლეგები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან იტუქსებიან.

ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციური პროექტის კენჭისყრა გადაიდო, რათა კოლეგები კიდევ ერთხელ დატუქსონ.

„ბიძინა ივანიშვილმა დილით რამდენიმე ჩემი კოლეგა დატუქსა, რაც ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ, რომ დღეს კენჭისყრა იმიტომ გადაიდო, რომ კიდევ ერთხელ დატუქსონ კოლეგები. სამწუხაროა, რომ დატუქსვის რეჟიმში არიან“ ,- აღნიშნა კახაბერ ოქრიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს ხვალ უყრის.

banner
წინა სტატიაში“ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მერე რა რომ უმრავლესობის წევრები არიან”-მდინარაძე
შემდეგი სტატია“მე არ ვურჩევ „ქართულ ოცნებას“, რომ საკუთარი დანაპირების შესრუელბაზე უარი თქვას“-ბესელია