,, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ვინაიდან ეკა ბესელია არ ესწრებოდა სხდომას, მასზე არ გვესაუბრა”

ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე ეკა ბესელიასთან დაკავშირებით საუბარი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით არ ყოფილა.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ ეკა ბესელიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა თავად ბესელიას თანდასწრებით უნდა მოხდეს. რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, ხუნდაძის შეფასებით, ფოფხაძე კი არ დაისაჯა, არამედ რეგლამენტის დაცვა და პროცედურების გასწორება მოხდა.

„გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევა მოხდა ორი მიზეზით – პროცედურული დარღვევები და გუნდური განხილვის გარეშე არჩევა.

ეკა ბესელიასთან დაკავშირებით განხილვა არ ყოფილა. თავად პარტიის ლიდერმა ჩათვალა, რომ ვინაიდან არ ესწრებოდა, მასზე არ გვესაუბრა”,- განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ბესელიამ გუნდური თამაშის წესები დაარღვია.

„ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ ფრაქციაში უნდა იყოს განხილული, უნდა იყოს შიდა გუნდური შეთანხმება. შიდა გუნდური საკითხები გარეთ არ უნდა გამოვიდეს. გუნდურობა ნიშნავს, რომ თითოეული უნდა იცავდეს გუნდურობის წესებს”, – განაცხადა ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ივანიშვილმა იურიდიული კომიტეტიდან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე მმართველი გუნდის პოზიცია გაიზიარა”
შემდეგი სტატიაიურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება