ბიძინა ივანიშვილმა აირჩია პარლამენტის თურქმენიზაციის გზა – კაპანაძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, რიცხვები, რომლებიც ცესკომ გამოაქვეყნა არ ასახავს რეალობას და ამრიგად, ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანა არალეგიტიმურად მართოს, ოპოზიცია ხაზს გაუსვამს.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში არ შესვლით არათუ ოპოზიციის მარგინალიზება მოხდება, არამედ ის უფრო გაძლიერდება.
„მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ე.წ თურქმენიზაცია ამ პარლამენტის, რომელიც არის გაყალბებული არჩევნების შედეგად დანიშნული, რადგან რიცხვები, რომლებიც ცესკომ გამოაქვეყნა არ ასახვას რეალობას, ეს ნამდვილად არის მოსალოდნელი.
ეს რათქმაუნდა კარგი არ არის ქვეყნისთვის, მაგრამ ეს გზა აარჩია ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ თუ მან გადაწყვიტა, რომ არალეგიტიმურად მართოს, ამ არალეგიტიმურობას ჩვენ გავუსვათ ხაზი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ლეგიტიმაცია მივცეთ იმას, რაც არის არალეგიტიმური.
რაც შეეხება ოპოზიციის მარგინალიზაციას, მე აქ განსხვავებული პოზიცია მაქვს და მე არ მგონია, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლით ოპოზიცია როგორმე გაძლიერდება, პირიქით მგონია, რომ არალეგიტიმური პარლამენტის ბოიკოტით ოპოზიციის მარგინალიზაცია კი არ მოხდება, ოპოზიცია იქნება პირიქით უფრო ძლიერი და ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ რამდენიე წუთიანი გამოსვლა პარლამენტში იქნება საპირწონე ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემის.“ – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი : შესაძლოა, ვაშაძეს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას განცხადებით, 17 ან 18 ნოემბერს განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარება იგეგმება