ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს, საკუთარი თავი გადადო – ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი შეუძლებელია – მდინარაძე

ბიძინა ივანიშვილმა მაგალითად, 2012 წელს, საკუთარი თავი გადადო. ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი შეუძლებელია, – ასე შეაფასა ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორის, ვიქტორ ყიფიანის განცხადება.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ვინმეს სურს, ამ საკითხს სხვაგვარად შეხედოს და ქვეყანა ომში ჩაითრიოს, ეს არ მოხდება.

„ვერსიას იმის შესახებ, რომ გარკვეულ კოორდინირებულ მოქმედებას აქვს ადგილი, არსებობის უფლება და გარკვეული ლეგიტიმაცია აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ვინც ეს დაგეგმა, არ გაითვალისწინა ერთი მთავარი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მაგალითად, 2012 წელს, საკუთარი თავი გადადო. ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი შეუძლებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ვინმეს აინტერესებს, სხვა მხრიდან მოუაროს ამ სიტუაციას, აქვთ ამ ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა და ა.შ. დაბეჯითებით, გარანტირებულად შეგვიძლია ყველას ვუთხრათ, რომ ამ ქვეყანაში ომი არ იქნება და ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამ პოლიტიკას, ჩვენს ამ მოსაზრებას და სურვილს ეთანხმება გაცილებით მეტი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვიდრე უშუალოდ ხელისუფლებას უჭერს მხარს. ადამიანები ამბობენ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკა ამ მიმართულებით არის სწორი და ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამას ეთანხმება. ბუნებრივია, ეს ასეც იქნება. ვერანაირი სხვა გზებით ვერავინ მოახერხებს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიოს“,-განაცხადა მდინარაძემ.

წინა სტატიაშისაქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური, ყველაზე პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს მქონე ქვეყანაა ამერიკისთვის – დავითაშვილი
შემდეგი სტატიამოთხოვნების, პირობების და წინაპირობების დაყენება არის საკითხის პოლიტიზირება, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება მიხეილ სააკაშვილის – ნაცვლიშვილი