26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

“ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, მიზნობრივი სანქციებისთვის მზად უნდა ვიყოთ”-ჯეიმს მაკკლირი

ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკკლირიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიისთვის საგანგებო მდგომარეობის წინაშე იმყოფება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობა ხალხით მანიპულირებს, როდესაც აცხადებს, რომ ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, რეალურად კი ქვეყანა მოსკოვის ორბიტასთან მიჰყავს და რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლის „უკანა კარად“ უცვლის.

მაკკლირიმ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერების დევნა ხალხის მხარდაჭერის კი არა, შიშის ნიშანია. მან საგანგებოდ ახსენა პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია, რომელიც მისი თქმით, პოსტერზე „რუსული ოცნება“ წარწერისთვის დააკავეს და ახლა ციხის საკანში სუსტდება.

„მზად უნდა ვიყოთ მიზნობრივი სანქციების შემოღებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დემოკრატიულ კოლაფსზე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილით დაწყებული. არასდროს უნდა აგვერიოს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი. ქართველ ხალხს ხელი არ ჩაუქნევია ევროპაზე და ჩვენ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ მათზე“, — განაცხადა ჯეიმს მაკკლირიმ.

banner
წინა სტატიაში“ანგარიშს “დემოკრატიული ინსტიტუტების არაფუნქციონირება” უნდა ერქვას”- კროსი საქართველოს შესახებ
შემდეგი სტატია“პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება”- პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიასთან მკურნალ ექიმს არ უშვებს