“ბიძინა ივანიშვილისა და პაატა ბურჭულაძის ურთიერთობა, შესაძლოა დისტანციურია, მაგრამ ასევე ამხანაგურიც “

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, მან იცის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელ, პაატა ბურჭულაძის ურთიერთობა , შესაძლოა ის იყოს დისტანციური, მაგრამ ასევე არის ამხანაგურიც, – ამის შესახებ არეშიძემ ჟურნალისტებს “საქართველოს განვითარების ფონდის” დაფუძნების კომენტირებისას განუცხადა.
“ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ შანსები მაინც აქვს, ნამდვილად. მისი ენერგიის პატრონი აუცილებლად შეძლებს ამას. ყოველ შემთხვევაში, პერსპექტივა ნამდვილად აქვს. რამდენად მოასწრებს ყველაფერი იმის გაკეთებას რაც დღეს იყო გაცხადებული, რთული სათქმელია, რადგან ცოტა დროა დარჩენილი და ვერ ვხედავ, რომ ფინანსური რესურსი ბევრი ჰქონდეთ, მაგრამ ალბათ არც უმაგისობაა. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, მე რამდენიმე ადამიანს ვხედავ, ახალგაზრდა ეკონომისტებს ვგულისხმობ, რომლებსაც ძალიან დიდი მომავალი აქვთ. დღეს თუ არა ხვალ ეს ფონდი პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება. რაც შეეხება ფონდის დამკვიდრების საკითხს, ჩემი აზრით, ეს ალბათ მაინც მემარცხენე ცენტრისტული ძალაა და ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ახლა მთავარია მოახერხებენ თუ არა ისინი მთელი მასშტაბით იმის ამუშავებას, რაც დებულებაში უწერიათ”, – აღნიშნა არეშიძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის კონკურენტად ჩაითვალოს, არეშიძემ აღნიშნა, რომ მან იცის მათი ურთიერთობა და შეიძლება დისტანციური იყოს, მაგრამ აუცილებლად ამხანაგური.
“პოლიტიკაში ამხანაგური ურთიერთობები მეორე პლანზე გადადის ხოლმე, მაგრამ ფონდის ამოცანაა, ალბათ, ჩემი აზრით, ახლა არის ის, რომ გარკვეულად, მხარდამჭერები შეაგროვოს, პირველ რიგში. რაც შეეხება იმას, როდის გადაწყვეტენ პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას, ეს ჯერ არ ვიცით და ალბათ მერე გახდება ცნობილი”, – აღნიშნა არეშიძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე: ამ წარმატებულ ნოტაზე ვისურვებდი, რომ ღარიბაშვილი ჩვენთან დარჩენილიყო
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმცირესობა მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრას ქუთაისში ითხოვს