ბიძინა ივანიშვილის “ნაჩუქარი” საკონცერტო დარბაზის შენახვა სახელმწიფოს 2017-2020 წლებში 29 მილიონ ლარამდე დაუჯდა

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის “ნაჩუქარი” საკონცერტო დარბაზის შენახვაზე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 2017-2020 წლებში 29 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ბიძინა ივანიშვილის “ნაჩუქარი” საკონცერტო დარბაზის შენახვა და დასაქმებულთა ხელფასები სახელმწიფოს 2017-2020 წლებში 29 მილიონ ლარამდე დაუჯდა.
საკონცერტო დარბაზში ბოლო ორი წელია ღონისძიება არ გამართულა, მხოლოდ შენობის შენახვაში კი წელიწადში 5 მილიონ ლარამდე ვიხდით.
მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებები არ ჩატარებულა, 2019 წელთან შედარებით, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია.
მომსახურე პერსონალის ხელფასებმა მხოლოდ 2020 წელს 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

2017-2020 წლებში ბლექ სი არენამ დაახლოებით 33 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ამავე წლებში ბლექ სი არენას აკუმულირებულმა ზარალმა ჯამში 18.4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

კომპანია ბლექ სი არენა ჯორჯია 2019 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია. კომპანიის შემოსავლის ძირითად წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა, რომელიც შემოსავლის 93%-ს შეადგენს.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ Black Sea Arena წლიდან წლამდე ზარალზე მუშაობს, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონები საკონცერტო დარბაზის შენახვასა და დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯება.
2017-2020 წლებში ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 32,718,627 ლარის სუბსიდია გამოიყო. წლების მიხედვით გამოყოფილი სუბსიდია კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
2017 წელი – 11,944,998 ლარი
2018 წელი – 7,755,629 ლარი
2019 წელი – 9,500,000 ლარი
2020 წელი – 3,518,000 ლარი
კომპანიის ძირითად საქმიანობას კულტურის, ხელოვნების და გართობის ინდუსტრიის სფეროში ღონისძიებების ორგანიზება წარმოადგენს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა კომპანიას ამ მხრივ განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. თუმცა, ბლექ სი არენა ჯორჯია ზედიზედ ბოლო ოთხ წელს ზარალით ასრულებს. 2020 წელიც კომპანიის 4,573,000 ლარის ზარალით დასრულდა. წლების მიხედვით კომპანიის ზარალი შემდეგნაირად გამოიყურება:
2017- 7,077,029 ლარი
2018- 4,349,000 ლარი
2019- 2,218,000 ლარი
2020- 4,573,000 ლარი
კომპანიის დაარსების დღიდან 2020 წლამდე პერიოდში აკუმულირებულმა ზარალმა ჯამში 18.4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა (18,415,000 ლ).
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ბლექ სი არენა ჯორჯიაში 2020 წლიდან აღარ ტარდება არცერთი დაგეგმილი ღონისძიება. თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიაში გაიცემა ხელფასები და დასაქმებულთა რაოდენობაც იმატებს.
2019 წელს კომპანიაში 116 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო 2020 წელს კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით ბლექ სი არენა ჯორჯიაში სეზონზე საშუალოდ 121 ადამიანი იყო დასაქმებული.
2020 წელს კომპანიამ შრომით ანაზღაურებაში 2,113,000 ლარი გადაიხადა. თუ წლების მიხედვით გაცემულ შრომით ანაზღაურებას შევადარებთ დაახლოებით იმდენივე თანხას ხარჯავს ხელფასებში, რამდენსაც საკონცეტრო დარბაზის მუშაობის დროს ხარჯავდა.
შრომის ანაზღაურება წლების მიხედვით:
2017- 2,308,000 ლარი
2018-2,919,892 ლარი
2019- 2,536,000 ლარი
2020- 2,113,000 ლარი
დასაქმებულთა ხელფასების გარდა ასევე მსხვილი თანხა ჯდება წლიდან წლამდე შენობის შენახვა და მოვლა. 2020 წელს ცვეთა-ამორტიზაციის ხარჯებმა 4, 727,000 ლარი შეადგინა.” – წერია ფლანგვის დეტექტორის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თბილისში, ანასტასია შატალოვას მკვლელობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიადამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები გაასაჯაროოს