ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, დღეს ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

ორგანიზაცია “მოქალაქის” ორგანიზებით, სასტუმრო “ქორთიად მარიოტში” დღეს ეკონომიკური ფორუმი – “ეკონომიკური განვითარება – მიღწევები და პერსპექტივები” გაიმართება.

ფორუმზე ბიზნესის, პოლიტიკისა და ექსპერტული წრეების ასამდე წარმომადგენელია მიწვეული.

ეკონომიკურ ფორუმს,რომელიც 11.00 საათზე დაიწყება, ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გახსნის.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფორუმის შესახებ სამცხე-ჯავახეთში რეგიონში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ აღნიშნა, ფორუმზე ეპატიჟება ექსპერტებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

„ვისაც არ მოსწონს ჩემი ეკონომიკური შეფასება და მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილი, ოპონენტებს, პარტიებს, ყველას, ვეპატიჟები 24 სექტემბერს ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ჩემი თაოსნობით დაფუძნდა და 6 თუ 7 შეხვედრა უკვე გაიმართა. ძალიან გთხოვთ ყველა პარტიას, წარმოადგინოთ თქვენი სპეციალისტები, ვინც ეკონომიკა იცის, მეც დავესწრები ამ ფორუმს. მობრძანდით და შევაფასოთ ერთად, რისი გაკეთება შეიძლებოდა კიდევ ამ მიმართულებით და არ გაკეთდა. ვეპატიჟები ყველას, ოღონდ გამოგზავნეთ სპეცალისტები და არა დემაგოგები, რომლებიც ისაუბრებენ არგუმენტებით და ციფრები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილეონელ მესი წინა ცხოვრებაში ჰოლანდიელი მხატვარი იყო?
შემდეგი სტატიაპატრიოტთა ალიანსის საარჩევნო რგოლი, ანტითურქული კამპანიის გამო, რუსთავი2-ის ეთერიდან მოიხსნა