ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარ ფორმულას ასაჯაროებს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარ ფორმულას ასაჯაროებს. მისი თქმით, საჭიროა აზროვნებც და მოქმედებაც პოლიტიკურად.

“პირველებთან” ინტერვიუში ვიქტორ ყიფიანმა დეტალურად ისაუბრა ერთწლიანი პროტსტის შესახებ, გაიხსენა, რა შეიცვალა 28 ნომებრიდან 4 ოქტომბრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანაში კრიტიკული მომენტია. მისი თქმით, “ოცნება” ცდილობს, საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, რომ თითქოს ბრძოლა იქნება უშედეგო

ჩვენ შევაჯამეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი – 28 ნოემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ ერთი რამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპმა აჩვენა ძალიან ბევრი პლიუსი და მინუსი, ალბათ დამეთანხმება უმრავლესობა თქვენი მაყურებლისა, რომ დადგა დრო უფრო სისტემური, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის. აქედან გამომდინარე, ალბათ, ყველა ჩვენგანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, რისი გაკეთება შეუძლია იმაზე მეტად, ვიდრე ვაკეთებდით. მე, რა თქმა უნდა, გამიჭირდება სხვების სახელით საუბარი, მაგრამ ჩვენ ალბათ, როორც ანალიტიკური ცენტრი “ჯეოქეისის” ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, რომ ალბათ დროა, გავცდეთ ტრადიციული საქმიანობის ფარგლებს, რაც კავშირდებოდა მხოლოდ ანალიტიკას. ალბათ იმ საქმიანობასთან ერთად, რომელიც პროცესების შეფსებას უკავშირდებოდა, პროცესებზე აზრის ფორმირებას, უნდა ვიფიქროთ პროცესებში თანამონაწილეობაზე. ამიტომ ფორმულა დღეიდან მოყოლებული ჩვენი საქმიანობის, არის შემდეგი: ვიმოქმედოთ პოლიტიკურად, ვიაზროვნოთ პოლიტიკურად. ალბათ ეს იქნება ჩვენი მთავარი ამოსავაი წერტილი დღეიდან მოყოლებული, – ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

ვიქტორ ყიფიანი ასევე არც პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ეს პროცესების დინამიკაზეა დამოკიდებული.

კონკრეტულ გადაწყვეტილებებს განაპირობებს პროცესი, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს განაპირობებს დინამიკა. ქვეყანაში შექმნილი დინამიკა არის დღეს ძალიან სწრაფად ცვალებადი, ამიტომ, რა თქმა უნდა, არაფერი გამოირიცხება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარია, ჩვენ ჩვენს ხელწერას, ჩვენს მიდგომას არ ვუღალატოთ. თუ შემიძლია, ასეთი განტოლება შევთავაზო ჩემს კოლეგებს, შინაარსი, ქაღალდის, ფორმალური სტატუსის მიმართ, ჩვენთვის მაინც მთავარია შინაარსი. მე ვთვლი, რომ ის გზა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გაიარა, შნაარსით დატვირთული გზა იყო. ჩვენ გვაქვს ის იდენტობა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, ფორმალურ სტატუსში იყოს გადათარგმნილი, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენი ხელწერიდან გამომდინარე, იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ყოველთვის ახასიატებდა ჩვენს მიდგომას, ჯერ მთავარია, გავიაზროთ და მერე გავაკეთოთ ნახტომი. ალბათ ასე შემიძლია, თქვენს კითხვაზე პასუხი ჩამოვაყალიბო: ჯერ შინაარსი, შემდეგ ფორმალური მხარე, – ამბობს ყიფიანი.

banner
წინა სტატიაშიჰამასის მიერ ისრაელიდან ორი წლის წინ გატაცებული, ცოცხლად დარჩენილი 20 მძევლიდან 7 უკვე თავისუფალია
შემდეგი სტატიადარეგისტრირდი Code IT-ზე და დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებს – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი