ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი საკუთარ პოლიტიკურ პარტიას “ჯერ საქართველოს” აყალიბებს. „ქორთიარდ მარიოტში“ დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს.
“ეს დღე მოიტანა იმ პროცესებმა, რომელიც ქვეყანაში ვითარდება. ამ დრემ დაბადა და წარმოქმნა საჭიროება ცვლილებებისა და სწორედ ის ფორმალური აქტი, რასაც დღეს ადგილი ექნება, ამ ცვლილებებისადმი, ამ მოლოდინებისადმი გადადგმუი ნაბიჯია. ამდენად, ხშირად მითქვამს ჩემს კოლეგებთან ერთად, რომ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ მხოლოდ ოპოზიციური პარტია, მეტზე გვაქვს განაცხადი, ჩვენ გვინდა ვიყოთ ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიიტკური პარტია. ამდენად, ეს ნიშნავს გარკვეულ ელერა არა მარტო შიდა პარტიული დემოკრატიის კუთხით, არამედ იმ პროცესებისადმი დამოკიდებულებაში, რაც ქვეყანაშ ვითარდება”, – ამბობს ტვ პირველის ცნობით, ვიქტორ ყიფიანი.















