ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

11:00 საათზე, “ქართული ოცნების“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებენ, საუბარი „ქართული ოცნებიდან“ რიგი წევრების გარიცხვას არ შეეხება და განხილვის თემა იქნება, რა ნაბიჯები გადაიდგას სასამართლო სისტემაში შექმნილი სიტუაციის მოგვარებისთვის ისე, რომ მოხერხდეს გუნდის ერთიანობის შენარჩუნება.

ბოლო ინფორმაციით, სხდომაზე დასწრებას გეგმავს ეკა ბესელია. რაც შეეხება გედევან ფოფხაძე, გუშინ მან უმრავლესობის დატოვება კიდევ ერთხელ დააანონსა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ოხანაშვილის არჩევამ გამახსენა 1991 წ. შემოდგომაზე გამსახურდიას…
შემდეგი სტატიამავთულზე, რომლითაც 9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ აღმოჩნდა