“ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გზავნილებიდან, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასაქმების ნაწილია”

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ბევრ კითხვას ადეკვატური პასუხი გაეცა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუსთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, ინტერვიუ იყო ძალიან სიღრმისეული და გულწრფელი ანალიზი.

„ჩემი აზრით, ბევრ კითხვას, რაც შეიძლება, ტრიალებდეს ქართულ საზოგადოებაში, ადეკვატური პასუხი გაეცა, მათ შორის ეს ანალიზი მოიცავდა პასუხს იმ რადიკალური ფრთის განწყობების მიმართაც, ვინც თავისი რადიკალიზმით ცდილობს, დესტრუქცია შემოიტანოს დღევანდელ განვითარებაში. რაც შეეხება კონკრეტულ გზავნილებს, ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რაც შეეხება დასაქმებას“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დასაქმება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.

„ყველგან ვატარებთ ამ ხაზს, რომ დასაქმება არის არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, პრივატიზების დაჩქარება ან საინვესტიციო პროცესების დაჩქარება, არამედ ეს ყველაფერი თუ კეთდება, კეთდება ერთი მიზნით, რომ გავზარდოთ დასაქმება. ეს ხაზი არის ასახული ჩვენს ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, დაწყებული განათლების რეფორმით და დასრულებული მასიური პრივატიზებით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“გახარიას თბილისელების სახელით მადლობას ვუხდი, 300 მილიონით გაზარდა ჩვენი ბიუჯეტი”
შემდეგი სტატიამღვდელმომაზონი მამა ადრია სარია-გამოღვიძების დროა, ეს კაცი მავნებელია