ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო სამართლიანად დამარცხებული ლიდერის გამოსვლა, რომელიც ახალ სიცრუეს ჰპირდება ამომრჩეველს და საზოგადოებას

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო სამართლიანად დამარცხებული ლიდერის გამოსვლა, რომელიც ახალ სიცრუეს ჰპირდება ამომრჩეველს და საზოგადოებას, – ასე აფასებს „ევროპული სქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ მიმართვას საზოგადოებისადმი.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის უკვე აღარავის სჯერა და ხალხს ახალ სიცრუეს ჰპირდება. „მე, მოვისმინე მმართველი გუნდის სხვა მეორეხარისხოვანი ლიდერების კომენტარები და მათ თქვეს, რომ გულწრფელი გამოსვლა იყო. მე ვიტყოდი გულწრფელი კი არა, დამარცხებული ლიდერის და სამართლიანად დამარცხებული ლიდერის გამოსვლა იყო, რომელიც ახალ სიცრუეს ჰპირდებოდა საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას, ივიწყებდა რამდენჯერ მოატყუა მან უკვე ჩვენი საზოგადოება ამ წლების განმავლობაში და ხელახლა სთავაზობდა სიძულვილს და ისევ ფოფხაძის მსგავსად, სხვა ენაზე, ისევ ჰპირდებოდა არეულობას და აშინებდა ძალადობით, აშინებდა რევანშით. აღარ გაუვა ეს ივანიშვილს, მისი აღარავის სჯერა და მთელი ეს გათვლა სიძულვილია და ეს არის ფუჭი.

ამ შედეგს უნდა შეეგუონ მშვიდად და ერთადერთი, რისი გაკეთებაც დღეს შეუძლიათ ხალხისთვის, არის ხალხის ვერდიქტის მშვიდად მიღება. სხვა მიმართულებით მათ პოლიტიკური რესურსი არ აქვთ. ყველა იმ პრობლემატურ თემაზე, სარალიძის ტრაგედიით დაწყებული, დამთავრებული კორუფციითა და ძალადობით, არ აქვთ ნებაც კი, რომ ნაბიჯები გადადგან და დროც არ აქვთ, რომ ნაბიჯები გადადგან. ერთადერთი, მათ დარჩათ, მშვიდად შემოებან პოლიტიკურ განაჩენზე, პოლიტიკურ საარჩევნო განაჩენს ვგულისხმობ. შემდეგ დაყოლა ხალხის ნების და ოპოზიციის კონსენსუსისა, ასევე, საჭიროა საარჩევნო რეფორმა – პროპორცულ სისტემაზე გადასვლა. შემდეგ ასევე მშვიდობიანად კონსტიტუციის ფარგლებში ხელისუფლების მთლიანად ჩანაცვლება“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად ჯემალ გახოკიძეს უშვებს?
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე დაკითხვაზე იმყოფებოდა