“თაიმერის” მიერ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის დისშვილი აღმოჩდა ვიდეო

ყოფილი პატრულ-ინსპექტორის, გიორგი ბაბუნაშვილი

ყოფილი პატრულ-ინსპექტორის, გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ და მის მიერ მოწოდებული ვიდეომასალა, რომელიც საინფორმაცია სააგენტო “თაიმერმა” გაავრცელა ე.წ. “ნარუშილოვკების” საქმეში ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილი ფიგურირებს.

კადრებში ჩანს თუ როგორ აჩერებს  ყოფილი პატრულ-ინსპექტორი გიორგი ბაბუნაშვილი, კურიერის ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილის დისშვილს, კახა კობიაშვილს, რომელიც მას დარღვევის ბარათს აწვდის. ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ბიზნესმენ კობიაშვილს  ყოფილი პატრულ–ინსპექტორი გიორგი ბაბუნაშვილი საჭესთან მობილურის გამოყენების გამო და ღვედის არშეკვრის გამო აჩერებენ.

რუსთავი 2 მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ვიდეოზე აღნიშნული პირი, რომელიც პატრულს ე.წ. ნარუშილოვკას აჩვენებს, ბიძინა ივანიშვილის დისშვილია.კურიერის წყაროს ინფორმაციით კახა კობიაშვილი ამ დროისთვის ბანკი ქართუს ფაქტობრივი მმართველია.თავად კობიაშვილი კი სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ კადრებში ასახული თეთრ მაისურიანი მამაკაცი მას უბრალოდ ჰგავს.

https://youtu.be/lMxflUVY0_A

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: საქართველოს სჭირდება აქტიური საგარეო პოლიტიკა
შემდეგი სტატიამამა ილია ვაშაკიძე: რუსთავი 2 ჩემი არხია…ტერფები ამპუტირებული მაქვს, ნაღდად ვიცი, ფეხებს ვერ მომჭამთ.. .