ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის ხუთოსანი შემსრულებელი – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის ხუთოსანი შემსრულებელი – ეს შეფასება ირაკლი კობახიძემ ანა დოლიძისგან მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ მომზადებული კანონპროექტის გამო დაიმსახურა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის მიუღებელია, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე ეკა ბესელიას მიერ მომზადებული წინადადებები.

ანა დოლიძე ამბობს, რომ ვერც ერთი ეს ინციატივა სასამართლო სისტემის კლანური მმართველობისგან გათავისუფლებას ვერ უზრუნველყოფს.

„დღეს, როგორც დაინიშნა ყველა პრობლემური მოსამართლე უვადოდ სასამართლოში, ზუსტად ამ მოდელს ინარჩუნებს ირაკლი კობახიძე. არც კი უშვებს კლანი და ირაკლი კობახიძე, რომ შეფრინდეს ვინმე ერთი დამოუკიდებელი პიროვნებაც კი საპარლამენტო სიაში. ეკა ბესელიას ვერსიაში ძალიან ბევრი კარგი ინიციატივაა, მათ შორის ბევრი გადაუღებელი ჩემი და ნაზის კანონპროექტიდან. მაგრამ მთავარი პრობლემა აქაც იყო რა, რომ ის ხმები, რომელიც ჩადებული იყო ბესელიას ინიციატივაში, 2/3 მოსამართლეების ხმები ჰყავთ და 2/3 არამოსამართლე წევრები, 6 ვართ არამოსამართლე წევრები, 4 საკმარისია, რომ კანდიდატურა იუსტიციის საბჭოდან წავიდეს, ოღონდ ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის ხმა არ იყოს საჭირო,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში“ახალი თაობა”-ზვიად სიჭინავა “ოცნებასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს…
შემდეგი სტატიანუ ვიქნებით სუბიექტურები და ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დევნა პოლიტიკურია – რომან გოცირიძემ