ბიძინა ივანიშვილის 250 წლოვანი წიფელი ტრანპორტირებისას შუაზე გადატყდა

ბიძინა ივანიშვილის მიერ, ნატანებელი პედაგოგისგან 15 ათას ლარად შეძენილი 250 წლის წიფელი, ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა.
შემთხვევა ნატანებში მოხდა. ამ წუთებამდე ადგილზე მუშაობენ კომპანის წარმომადგენლები, რომლებიც ხის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.
წიფელი, შუაზე გადატყდა და როგორც ადგილობრივები ‘გურიის მოამბესთან” საუბრობენ, მას დენდროლოგიურ პარკში აღარ გადაიტანენ:
“ხე შუაზე გადატყდა, ტოტებიც დატყდა, ალბათ აღარ წაიღებენ პარკში. მძიმე ტექნიკამ, დიდი ხანი იწვალა გზაზე გამოსვლამდე, მაგრამ ხე გადმოვარდა, ტოტები დატყდა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში გადავარდა. ამ ოჯახის ყანაში გაიყვანეს ეს დროებითი გზა, ამაში ცალკე 5 ათასი ლარი გადაიხადა. ხე 15 ათასად იყიდა და დარჩა ახლა საშეშე მასალად პატრონს. თუ დაუბრუნებს იმ შემთხვევაში”-გვიყვება ქალბატონი, რომელმაც ადგილზე გადაღებული ფოტოც მოგვაწოდა.
ექსპრემიერმა, აღნიშნული ორსაუკუნოვანი ხე ლ სურმავასგან შეიძინა. მის სანახავად ბიძინა ივანიშვილი ადგილზე პირადად იმყოფებოდა.
ამას თვითვმხილველებიც ჰყავს, რომლებიც მაშინ ჩვენთან ყვებოდნენ, რომ ხე ივანიშვილის ძალიან მოეწონა და მიუხედავად ექსპერტის რჩევისა, რომ ის ვერც ტრანსპორტირებას გაუძლებდა და მისი გახარების შანსიც ფაქტურად არ არსებობდა, სურმავებისგან ხე მაინც იყიდა:
“დაინახა ეს ხე და კოცნა და კოცნა. ექსპერტი ვინც ახლდა უთხრა, რომ 250 წლის მუხა გადარგვას ვერ გაუძლებდა. მერე რა, არა უშავს, იყოს მაინცო. გადაიხადა ფული და იყიდა”-განუცხადეს სურმავას მეზობლებმა მაშინ ,,გურიის მოამბეს“.

 

,,გურიის მოამბე“

banner
წინა სტატიაშისამგორის გამგეობამ ეკლესიაში მოსანათლი კუთხის მოსაწყობად 20 572 ლარი გამოყო
შემდეგი სტატიასოფელ კოსალარში მოსახლეობას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა