ბიძინა ივანიშვილი : ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს

„მე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, თუმცა ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ივანიშვილი აცხადებს, დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ამასთან, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

„კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ 31 ოქტომბერს გამოიჩინეს. დღესაც ამ რთულ პერიოდში, როდესაც კოვიდი ბობოქრობს, ქართულმა საზოგადოებამ მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა.

ამავდროულად შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. შედეგად მივიღეთ პარლამენტში 9 პარტიის წარმომადგენლობა, რაც მისასალმებელია“,- განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე , ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : შუალედური ვარიანტი გამოიკვეთება მესამე რაუნდისას , აქ დათმობაზე ვერ იქნება საუბარი