ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მან გამოიჩინა 31 ოქტომბერს. დღესაც, ამ რთულ პერიოდშიც, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ. ამავდროულად, ყველა ქვეყანამ აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად და ამბიციურად აფიქსირებს თავის პოზიციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა მარტვილში
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი : დიალოგის ფარგლებში მთავრობამ უნდა დადოს გონივრული კომპრომისი, როგორ და როდის ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები