ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, ლევან ვარშალომიძე, დავით ბერძენიშვილი, დავით თარხან-მოურავი ერთი დონეა

ლევან ვარშალომიძე ტელევიზიით გამოჩენას ერიდება, ძალიან ცოტას საუბრობს, რადგან კონკრეტულად უპასუხბენ, რა გეკთდა მის დროს და რა კეთდება ახლა, – ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მას ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” ლევან ვაეშალომიძისადა დავით ბერძენიშვილის კონკურენციას შეეხებოდა.

“ლევან ვარშალომიძე, დავით ბერძენიშვილი, დავით თარხან-მოურავი მე მგონია, რომ ეს ყველა ერთი დონეა. საერთოდ, ბოლო ადგილზე მყოფი პოლიტიკოსებიც ამტკიცებენ, რომ პირველ ადგილზე არიან. ამ მხრივ რიტორიკას ვერ დავუწუნებთ, თუმცა, შიგნით მშვენივრად იციან, ვინც გაიმარჯვებს და როგორც გაიმარჯვებს. ვარშალომიძე ტელევზიებში არ ჩნდება და რა უნდა თქვას, ძალიან ცოტას საუბრობს, ამბობს იგივეს, რა კითხვაც დამისვით – გაჩერებული აჭარა. მას რა პასუხები აქვს, მის დროს რა გაკეთდა, კონკრეტულად დაუდებენ, რა გაკეთდა დღეს და ერიდება ამიტომ“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი: ბურჭულაძე ჩვენთან შეხვედრაზე უგულავას ნაჩუქარი საათით მოვიდა
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება