ბიძინა ივანიშვილი : ვერავინ იტყვის, რომ პოლიცია ხალხზე ძალადობს

ვერავინ იტყვის, რომ პოლიცია ხალხზე ძალადობს. ერთეული შემთხვევები მსოფლიოში ყველგანაა და მასზე ადეკვატური რეაქცია კეთდება, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს პოლიცია აბსოლუტურად ხალხის სამსახურშია ჩამდგარი.

”ოპონენტები ამას სულ ამბობდნენ, რომ აი, ჩამოიშალა პოლიცია, კრიმინალი გამძაფრდა, სახლში ვეღარ ვიცხოვრებთ, მანქანებს იტაცებენ. თვითონ დაამტვრიეს რამდენიმე მანქანა, გააკეთეს ამის მსგავსი პროვოკაცია. შედეგი მივიღეთ, რომ დღეს პოლიცია არის აბსოლუტურად ხალხის სამსახურში ჩამდგარი. ვერავინ იტყვის, რომ პოლიცია ხალხზე ძალადობს. ერთეული შემთხვევები მსოფლიოში ყველგანაა და მასზე ადეკვატური რეაქცია კეთდება. შესაბამისად, საერთაშორისო რეიტინგები ნახეთ, ევროპაში მე-9 ადგილზე ვართ ამ მხრივ. 2012 წლამდე ყველაზე მაფიოზური ქვეყნების რიგში იდგა საქართველო, 75-ე ადგილზე იყო”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ჰოსპიტალიზირებულია
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : პროკურატურის მუშაობა იდეალური არ არის და მისი მუშაობა უნდა დაიხვეწოს