ბიძინა ივანიშვილი: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ აჭარაში ავტონომია არ იგძნობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, მისმა პარლამენტმა და საბჭო დაწყეს ახალი მეთოდებით მართვა, ჭეშარიტად დემოკრატიული მმართველობით ,- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„ყველას შეუძლია, კრიტიკა, ყველას შეუძლია, კითხვები დაუსვას. ჩვენ დავიწყეთ ყველამ ერთად დემოკრატიული მმართველბის სწავლა და ეს მოხდა, საუბედროდ, ახლა და არა იმ მოგონილი ფასადური დემოკრატიის პირობებში. რეალობა უნდა შევაფასოთ, სად მოვედით ჩვენ, რა მივიღეთ და რა გავაკეთეთ 4 წელიწადში. ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი გარღვევა, დიდი წინსვლა, საზოგადოებაც სწავლობს ნელ-ნელა და ხალხიც სწავლობს“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არ არსებობდა დემოკრატიული მმართველობის გამოცდილება.

„რაც შეეხება აჭარის ავტონომიას, არ მგონია, რომ ეს პრობლემა დღეს სერიოზულად იდგეს. არ მგონია, აჭარელი ხალხი გრძნობდეს, რომ მართავენ თბილისიდან. კონსტიტუციას იცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ისე აჭარის ხელისუფლება. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ აჭარაში ავტონომია არ იგძნობა. ისეთი დაბალანსებული ხალხი, როგორიც აჭარაშია, არ არსებობს. არსად აჭარაში არ არის განცდა, რომ აჭარლებს არ აძლევენ მართვის შესაძლებლობას“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) პატრიოტთა ალიანსი’ მოსახლეობას უფასო საკვებს ურიგებს – ISFED ფაქტის შესწავლას მოითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ტრაგედიით სპეკულირება არასწორია