ბიძინა ივანიშვილი: უნდა ვნახოთ, როგორი ქალაქი ჩაიბარა ნარმანიამ და რა ხდება დღეს

დავით ნარმანიას, ჩანდა დასაწყისშიც და ახლაც, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გაუჩნდა, სხვა დანარჩენი, თუ გნებავთ, ნარმანიას შეფასება, ვნახოთ, რა გაკეთდა ქალაქში. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია გადაცემა GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიულო მედიასთან“ განაცხადა.

„უნდა ვნახოთ, როგორი ქალაქი ჩაიბარა ნარმანიამ და რა ხდება დღეს. იქაც იგივეს ამბობენ, როგორც აჭარაზე, რომ გაჩერდა ყველაფერი. ამ დროს, თუ ციფრებს შევხედავთ, ყველაფერი პირიქითაა. მშენებლობა გინდათ, გზები გინდათ, ყველაფერი გაცილებით მეტი შენდება და მეტი კეთდება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს“,-აღნიშან ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, არ იყო მოსაწონი ბოლოს, როგორ კონტექსტშიც მიმართა და ვისაც მიმართა, საერთოდ შეიძლება ცოტ-ცოტა პრობლემა არის ამ მხრივ.

„კითხვები შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადი ჩემთვის არის ისევ ის, რაც ვთქვი – სტანდარტები – ხელისუფლება სათავისოდ არ გამოიყენოს, კანონი დაიცვას, გამჭვირვალე იყოს მმართველობა, სახელმწიფო ორგანოები არ გამოიყენოს. ამ მხრივ პრობლემები არ არის. მენეჯმენტი როგორია, უკეთესი თუ უარესი, ამაზე შეიძლება პაექრობა“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძის პარტიას გენერალური მდივანი ტოვებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: პაპუაშვილის წასვლამდე მოსამართლეებმა იგრძნეს თავისუფლება