ბიძინა ივანიშვილი: თუ რამე იყო პრორუსული, ეს იყო სააკაშვილის ქმედება

ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან კრიზისი არ უნდა გაემწვავებინა და სამხედრო ტექნიკა არ უნდა გამოეყენებინა.

მისივე თქმით, თუკი მანამდე სამშვიდობოები იდგნენ, დღეს მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები.

“აბა, ის იყო კონსტრუქციული ურთიერთობა რუისეთთან რუსული ჯარი რომ შემოიყვანა სააკაშვილმა. სწორედ ის შემოუძღვა რუსეთის ჯარებს პრაქტიკულად. ნახეთ დანიელ ფრიდის ინტერვიუ, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, რომ მას არ უნდა დაექოქა ტექნიკა, არ უნდა გაეღრმავებინა პრობლემა. რუსეთის ქმედებას არ ვამართლებ, მაგრამ არ უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს სისულეეები. რომ არა მისი და “ნაციონალური მოძრაობის” სისულეეები, რუსეთი ვერ შემოვიდოდა და იმ სიტუაციას მაინც შევინარჩუნებდით, რაც არსებობდა მანამდე“,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: პაპუაშვილის წასვლამდე მოსამართლეებმა იგრძნეს თავისუფლება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ვაშაძეს ჩაეთვალა, კარგი “ფინტი” ჩაუტარა “ქართულ ოცნებას“