ბიძინა ივანიშვილი: თუ „ოცნებაზე“ პროგრესული ძალა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, იქით გადავიხრები

თუ ხელწერას შეიცვლის „ოცნება“, ან არ შეიცვლის, მაგრამ უფრო პროგრესული ძალა გამოჩნდება რა თქმა უნდა იქით გადავიხრები და იმას დავუჭერ მხარს“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეკითხვაზე – „ოცნება“ პოლიტიკურ ძალებთან მისი მხარდაჭერის ფონზე ხომ არაა პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის არა “ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას ეხმარება და ასევე ეხმარებოდა ქვეყანას წინა ხელისუფლების დროსაც, სანამ “ნაციონალები“ ქვეყანას ცუდი მიმართულებით წაიყვანდნენ.
“ოცნების“ დამხმარედ არ ვითვლები, ქვეყანაზე ვზრუნავ. მიშაც მადლობებს მიხდიდა, რომ ვაკეთებდი, მე ვეუბნებოდი ამას შენ არ გიკეთებ, ქვეყანას ვეხმარები ამით და სანამ პოზიტიურად ხარ ჩემს ქვეყანასთან მხარს დაგიჭერთქო, მაგრამ საკმარისია ცუდი მიმართულებით წაიყვანო ჩემი ქვეყანა, პირველი მე დაგიდგები წინთქო. საუბედუროდ, ეს ცუდიც ახდა და მომიწია წინ დახვედრა. „ოცნებასაც“ იგივეს ვეუბნები, „ოცნებას” და კვირიკაშვილს არ ვეხმარები. აჩვენეს, რომ ხალხის სამსახურში არიან და არა ხალხი იმსახურონ, აწამონ. „ეროვნულმა ფორუმმა” მთხოვა, არავის არ დაეხმაროო და როგორ, ეს ჩემი ქვეყანაა, როგორ არ დავეხმარო მეთქი. თუ გადავზომავთ და პროპორციებს შევადარებთ ყველაზე მეტს „ნაციონალურ მოძრაობას” პირველი 3 წელიწადი ვეხმარებოდი. ვეხმარებოდი პირდაპირი მნიშვნელობით არა, ვერც გამიბედავდა სააკაშვილი და არც არასდროს მაგისთვის პირადი ფული არ მიმიცია, ვეხმარებოდი ქვეყანას მაგ დროს და ხელისუფლებას. ჩემი ფულით ვაფინანსებდი, ოღონდ არ იცოდა არც ხელისუფლებამ და არც საზოგადოებამ ამის შესახებ. ნათელაშვილი ამბობდა, მთავრობას რომ ეხმარება, ამიტომ არის საზიზღარიო. 400 სკოლა გარემონტდა, 80 მილიონი გადავურიცხე.მე ვეხმარებოდი ადრეც, ახლაც და მომავალშიც რაც შემეძლება დავეხმარები სახელმწიფოს“,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში ადასტურებენ, რომ წუხელ მოქალაქე დავით ჯაფარიძე დააკავეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ნუ იღელვებთ, მშვიდობა იქნება