ბიძინა ივანიშვილი: თუ არჩევნებში ვნახე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, თქვენც დაგემშვიდობებით და საზოგადოებასაც

თუ ვნახე არჩევნებში, რომ ჩემი აღარ სჯერათ, თქვენც დაგემშვიდობებით და საზოგადოებასაც, – ასე მიმართა ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე. მისი თქმით, ამ შემთხვევაში დაუბრუნდება ის იმ ცხოვრებას, რომელიც სურდა.

”საინტერესო შეხვედრა მქონდა ”ეროვნულ ფორუმთან” ორი კვირის წინ. მარწმუნებდნენ, რომ არავის უნდა დავეხმარო და არავის პოზიცია არ უნდა დავიჭირო. ჩემს გარეშე რა შედეგს მიიღებდნენ და ჩემი ჩარევით რას, ეს რთული განსასაზღვრია. თუმცა, რატომღაც ესე მგონია დღესაც, რომ მე მაქვს განსაკუთებული როლი, რადგან ისევ ვგრძნობ საზოგადოების ნდობას ჩემს მიმართ. შესაძლოა, ეს გრძნობა მცდარი იყოს და ამას არჩევნებით დავინახავ. მე ვალდებულების განცდა მამოძრავებს, რომ ჩემი სჯერა საზოგადოების, არ უნდა ვუღალატო და მაქსიმალურად გავაკეთო ის, რომ დავეხმარო და ვაჩვენო თუ როგორ ვხედავ და როგორ უნდა იყოს. თუ ვნახე არჩევნებში, რომ ჩემი აღარ სჯერათ, თუ ნახევარზე ნაკლებმა არ დაუჭირა მხარი, გარწმუნებთ, რომ საზოგადოებასაც დავემშვიდობები და თქვენც და დავბრუნდები იმ ცხოვრებას როგორიც მსურდა”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ხშირად ასხამს წყალს
შემდეგი სტატია“რა თქმა უნდა, რეიტინგის შემცირების პროცესი ვიგრძენი სამი წლის განმავლობაში”