ბიძინა ივანიშვილი თავად ეხმარებოდა 9 აპრილის „გმირებს“ რუსეთში, გენერალ ლებედს საარჩევნო კამპანიის დროს

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდმა ყველას დაანახა, რომ ამ ადამიანს არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობის განცდა იმის, როგორ ცხოვრობდა და როგორ ცხოვრობს დღეს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ ჟურნალსიტებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ყველა სენტიმენტი გამოწვეულია ძალიან მკაცრი საარჩევნო კალკულაციით, რომ ახლა სჭირდება ვიღაცის გულის მოგება.

„ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად ეხმარებოდა 9 აპრილის „გმირებს“ რუსეთში, გენერალ ლებედს საარჩევნო კამპანიის დროს. ამიტომ ეს ფარისევლობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი მუდმივად აკეთებს და ამ შემთხვევაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, უკვე ნათელია ჩვენი საზოგადოებისთვის. იმედი მაქვს, რომ ასეთი ფარისევლობა, გამიზნული ისევ საარჩევნო პერიოდებზე, არ იქნება მიღებული ქართველი საზოგადოების მხრიდან და არჩევნების დროს ამას პასუხი გაეცემა“,-აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი: აი, ასეთ იდიოტურ აბრაკადაბრას ვინ უწერს
შემდეგი სტატია„ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა