“ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია”

region
ავტ.: region დეკემბერი 29, 2019 13:37

“ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია”

“ყოველი ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალისჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია სწორედ ჩვენი დიდი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი, ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას…

…პოლიფონიური ნიმუშების შეგროვებაზე გამახსენდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იუსტორია, რომელიც დაკავშირებულია საგურამოში, ჯიღაურას უნიკალურ მეურნეობასთან. შეიძლება, ბევრმა თქვენგანმა არ იცის ამის შესახებ – იქ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ქართუ ფონდმა გადაარჩინეს ჩვენი ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა უნიკალურ ჯიშებს. უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, რომელიც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს ”-განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე, რომელსაც ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

region
ავტ.: region დეკემბერი 29, 2019 13:37

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics