,, ბიძინა ივანიშვილი სრულად გაკოტრებულია ქართველი ამომრჩევლის თვალში”-აბესაძე

ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის ვარდნას, “ევროპული საქართველოს” წევრები ეხმაურებიან.

კომპანია Ipsos მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს – გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ასევე კვლევის მიხედვით, ყველაზე პოზიტიური განწყობა საზოგადოებას, სწორედ “ევროპული საქართველოს” მიმართ აქვს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ივანიშვილმა რეიტინგი არა მხოლოდ საზოგადოების თვალში, არამედ საკუთარ პარტიაშიც დაკარგა. ირაკლი აბესაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” და პირადად ივანიშვილის დამარცხება, შუალედურ არჩევნებზეც შეიძლება.

„კვლევამ კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ხელმძღვანელი პირადად ბიძინა ივანიშვილი სრულად გაკოტრებულია ქართველი ამომრჩევლის თვალში და ამ პირობებში მათი ერთადერთი საყრდენი არის უიმედობის დათესვა ამომრჩეველში, რომ შეუძლებელია არჩევნების გზით ივანიშვილის ბოროტი მმართველობის დასრულება და ეს არ შეიცვლება. ხოლო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ცალსახად ვხედავთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ზოგადად პროდასავლური ოპოზიციის ერთიანი რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეიტინგს, ცალსახად ჩანს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის პირობებში ამ შუალედურ არჩევნებზეც კი პირდაპირ გამოჩნდება ივანიშვილის მარცხის წინაპირობა და საფუძვლები,“- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის რეიტინგი არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე – ენმ Ipsos კვლევის შედეგებზე
შემდეგი სტატია,,ეს არის მონტაჟი, ფაბრიკაცია, არ შეესაბამება რეალობას”-სკანდალური ფარულ ჩანაწერში მონაწილე გია დანელია დაკითხვის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს