“ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს”​ – ჭკუასელის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატების დათანხმება უჭირს

მე თვითონ 2 ადამიანი, ბევრი არა, მაგრამ ცოტა დათანხმება ჭირს ადამიანების – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ ჭკუასელმა გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა დაწყებულია, ბიძინა ივანიშვილი უკვე არჩევს კანდიდატებს.
თუმცა ჭკუასელი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მან თავად 2 კანდიდატურა წარუდგინა და ერთ-ერთ კანდიდატურაზე მათი აზრები დაემთხვა. ჭკუასელი თავს იკავებს დაასახელოს კანდიდატის სახელი და გვარი, თუმცა, აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირების პრეზიდენტობის კანდიდატად დათანხმება, ჯერჯერობით უჭირთ.
„ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს, თქვენი მნა მორჩილიც არჩევს და ძალიან ბევრი ადამიანი არჩევს, უბრალოდ მერე უნდა შევაჯეროთ. მეც რამდენიმე კანდიდატურა შევთავაზე და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო კანდიდატურები. მე თვითონ 2 ადამიანი, ბევრი არა, მაგრამ ცოტა დათანხმება ჭირს ადამიანების და ვნახოთ, რა იქნება. თვითონაც ფიქრობდა თურმე ამ ადამიანზე და დაემთხვა, ჩვენი აზრები,“ – აცხადებს თეიმურაზ ჭკუასელი.

banner
წინა სტატიაშიმძღოლებმა ზუგდიდში აქცია განაახლეს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე : ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვა კიდევ ერთი ბარიერია, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს შორის კონტაქტებს