ბიძინა ივანიშვილი – სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ისეთი ღირსეული ადამიანი აკლდება, როგორიც გოგი ქავთარაძე იყო

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გოგი ქავთარაძის ოჯახს მიუსამძიმრა.

გოგი ქავთარაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობს, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.

„სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ისეთი ღირსეული ადამიანი აკლდება, როგორიც გოგი ქავთარაძე იყო. ვუსამძიმრებ ბატონი გოგის ოჯახსა და მთელს საქართველოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე – „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული ონლაინ კლინიკების რაოდენობა გაზაფხულიდან 25-დან 65-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაგუგავა – ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა ქვეყანაში, როდესაც შენ გინდა გააუქმო სხვა პარტიები შეუწყვიტო დაფინანსება