ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის შტაბში მისალოცად მივიდა

ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბში მივიდა. მან სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა შტაბში იმყოფება “ქართული ოცნების” PR-ის ხელმძღვანელი, ლაშა ნაცვლიშვილი.

ივანიშვილთან ერთად სალომე ზურაბიშვილის შტაბში ასევე იმყოფებიან “ქართული ოცნების” ლიდერები და მთავრობის წევრები პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად.

“ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით პირველივე ტურში სახელისუფლებო კანდიდატი იმარჯვებს. სალომე ზურაბიშვილს 52.3% აქვს. ამავე ეგზიტპოლების მიხედვით, 28.1% აქვს გრიგოლ ვაშაძეს ხოლო 9.2 % დავით ბაქრაძეს.

გამოკითხვა “ქართული ოცნების” დაკვეთით “ფსიქოპროექტმა” ჩატარდა.

banner
წინა სტატიაში“ახლა დროა ხმების დაცვის”- ვაშაძე
შემდეგი სტატია“ეს ეგზიტპოლია და ცესკოს უნდა დაველოდოთ” – ბიძინა ივანიშვილი