ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს შეხვდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მზად არის “რუსთავი2”-ის ჟურნალისტებს შეხვდეს.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრობის შემდეგ გააკეთა. ივანიშვილმა პირველ არხზე რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, სალომე ასათიანის შეკითხვებს უპასუხა.

„მე მზად ვარ შევხდე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, „რუსთავი2“-ის და ასევე „ტაბულას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, თუ ამ ტელეკომპანიების მხრიდან იქნება შესაბამისი სურვილი იგი მივა „რუსთავი2“-შიც, მხოლოდ იმ პირობით, რომ მის ბოლო წერილში დასმულ საკითხებზე საუბრის საშუალება მიეცემა, ამის შემდეგ კი მზად არის მათ კრიტიკულ შეკითხვებს უპასუხოს.

ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“ნებისმიერი საქციელი, რომელმაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს სასამართლოს ან მის წარმომადგენელს, მიუღებელი უნდა იყოს”
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა ზაფხულისათვის ათასი ერთეული ტექნიკა მოამზადეს