ბიძინა ივანიშვილი: რუსთავი 2-ის საკითხზე საქართველოში ამერიკის ელჩს შეხვდა

 

IAN KELIIბიძინა ივანიშვილი ტელეჟურნალისტებთან შეხვედრაზე საქართველოში ამერიკის ელჩის წერილს შეეხო, სადაც იან კელი რუსთავი 2-ზე და მიმდინარე სასამართლო პროცესზე საუბრობს. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ამ თემაზე იან კელისთან საუბარი ჰქონდა და მათი აზრები თანხვედრაშია.

„ის, რომ არჩევნების დაწყებამდე დარჩენილია 3-4 თვე და შეიძლება შეიცვალოს ტელევიზიის მენეჯმენტი, არ არის სასურველი, რამეთუ, პირველ რიგში ამერიკასა და ევროპაში ამას ვერავინ სწორად ვერ გაიგებს,“ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერი მათ პასუხობს, ვისაც ელჩის წერილზე კრიტიკული რეაქცია ქონდა.

„ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს კაცი აფასებს თავისი გადმოსახედიდან და თავისი ქვეყნის მაგალითი მოყავს პირველ რიგში ანალიზისთვის, რომ ასეთი რამე რო ამერიკაში მოხდეს, ქუჩები გაივსება ხალხით და ალბათ საქართველოშიც იგივე შეიძლება განმეორდეს,“ – აცხადებს ივანიშვილი.

მისი თქმით, ცალკეულ საკითხებში არ ეთანხმება მას, თუმცა თვლის, რომ მისი პოზიცია გასაზიარებელია.

„რა თქმა უნდა შფოთავს იან კელი, რომ რამე ისეთი არ მოხდეს, ცუდ ეფექტს მისცემს იმ არჩევნებს, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით. ერთი, რაშიც ვერ ვეთანხმებით, ქუჩები ხალხით აქ ვერ გაივსება, რადგან სხვა რეალობაა და სხვანაირი წარმოდგენა აქვს ამ ტელევიზიაზე საქართველოს მოსახლეობას. ვინც გამოსულა, გამოვა ისევ, მაგრამ გარეთ ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. აქ მე შეფასებას ვუკეთებ ნაციონალური მოძრაობის ხელწერას, რომ მათ მოახერხეს 9 წლის განმავლობაში, ეს სიცრუის მანქანა მაგრად ამუშავეს, განსაკუთრებით გარეთ, გარეთ მოტყუება უფრო იოლია. ჩვენ ვხედავდით ხალხს აწამებდნენ, ხოცავდნენ და შიმშილით კლავდნენ, რამდენიც არ უნდა ეხატა სააკაშვილს ვირტუალური სამყარო ტელევიზიებს, ამას ხალხი მაინც ხედავდა, მაგრამ გარეთ გაცილებით უფრო დავაზიანეთ თქვენი ხელწერით ჩვენი დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი,“ – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: კირვალიძე ეს იყო ჩემი ფავორიტი
შემდეგი სტატიაბათუმის ბულვარში ტურისტებს უფასოდ მრავალფუნქციური ამბულატორია მოემსახურება