ბიძინა ივანიშვილი რუსეთში, ოფშორული კომპანიის საშუალებით სულ მცირე, ერთ კომპანიას ფლობს – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში, სულ მცირე, ერთ კომპანიას ფლობს. ეს კომპანია შპს “აკვა-სფეისია” (ООО Аква-Спейс).

2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლისას ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთში კუთვნილ ბიზნესს გაასხვისებდა. მიუხედავად ამისა, კვლევის მიხედვით, ივანიშვილი 2012-19 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია.

გარდა ამისა, TI-ის ცნობით, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ – “სიახლე აქ ისაა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის დასანქცირების შემდეგ, ივანიშვილის ნათესავების ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი სანქცირებულთა სიაში მოხვდა”.

“ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და დეიდაშვილს, უჩამამაცაშვილს კომაპნია “გეო ორგანიკსის” გავლით საერთო ბიზნეის აქვთ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ “კაგებეს” გენერალ და საქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან და ასევე ვოლგოგრადი ყოფილ გუბერნატორ როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც, სახელმწიფო დუმის ყოფილი წვერი და ცნობილი პროპაგანდისტული ვიდეოს – “ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვარ” – ავტორი, ანნა კუვიჩკოა”, – წერს ორგანიზაცია.

TI-ს დასკვნით, პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას “ქართულ ოცნებასა” და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი – პარალიმპიადიდან რუსეთის მოხსნა ადამიანის უფლებების ცინიკური დარღვევაა
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით 22 400 სამხედროს აღწევს