“ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით მოწამლეს” – დავით დეფი

პოეტი დავით დეფი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

“მარკ ტვენი კარგად იყოს და თუ ხმები ივანიშვილის გარდაცვალების (ამ შემთხვევაში შეუძლოდ ყოფნის) შესახებ გადაჭარბებულია, სიმართლე მალე გამოჩნდება. ხოლო თუ სულაც არაა გადაჭარბებული (არ ვიცი) მაშინ მთელი ამ სურათის არსი ასეთია – გთავაზობთ ჩემებურ ვარიანტს:

ბიძინა ივანიშვილი მოწამლულია + მოწამლულია კრემლის მიერ + კერძოდ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით ეფესბეს ოფიცრის მიერ + კერძოდ ივანიშვილის დაცვის მიერ + როგორც თავის დროზე (ჩემი აზრით) ბადრი პატარკაციშვილი, გნებავთ ბერეზოვსკი და თავისთავად ცხადია ლიტვინენკოც (ლუგავოი კი კაგებე-ეფესბეს ოფიცერი რომელიც სწორედ პატარკაციშვილის დაცვა იყო სანამ დეპუტატი გახდებოდა) და შესაძლოა, სავარაუდოდ, ესეც მხოლოდ ჩემი აზრია – კახა ბენდუქიძეც კრემლის მიერაა მოკლული + საქმე გაკეთდა ისე, როგორც ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა. ეროს კიწმარიშვილის მკვლელობა და ა.შ. ერთი ორგანიზაციით და ერთი ორგანიზებით, უფრო სწორედ ერთნაირი სტილის გადაწყვეტილებათა ორგანიზებით.

ეს ნიშნავს – ივანიშვილის მისია საქართველოში ძალიან გაიწელა, ივანიშვილმა ბევრი იცის, მან ნაწილობრივ თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ დროულად ვერა და ვერ დაამთავრა + ის ახლა კრემლისთვის საჭირო აღარაა + ვერ უძლებს ვაშინგტონის წნეხს, + ამის გარდა იმ ძველი მიჩქმალული ამბავის, ანგოლა-გეითის და ორცოლიანობის მაფიოზურ-აფერისტული ქეისის საჯაროდ გახსნა მისთვის სასიკვდილოა, ანგოლა-გეითის საქმე უფრო მეტად სასიკვდილოა ცხადია, რადგან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს + ივანიშვილისთვის რაიმე სახის ღირებულება რადგან ფულია და მხოლოდ ფული, ის ვერ უძლებს ვერც აშშ-ს გაფრთხილებას ანგარიშის გაყინვის შესახებ + ამერიკის პრეზიდენტი გიჟმაჟია ის ობამა არაა + პუტინს ახლა ყველაზე მეტად აწყობს არეულობა საქართველოში + მონარქიის შემოგდება და თანაც ასე გაშმაგებულად + პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთოდ გაუქმება + საზოგადოების უშველებელი ნაწილის სრული გამოლენჩება + საპატრიარქოს მარაზმი, უდრის ისევ და ისევ კრემლს და არაფერ სხვას, რომელმაც შექმნა, გამოზარდა, მოიყვანა ივანიშვილი და ახლა მოიშორა, რადგან სხვა გეგმა აქვს და ვფიქრობ უფრო ცუდი და რომელიც იმედი მაქვს არასდროს გამოუვა.

ღმერთმა დაიფაროს საქართველო მეგობრებო და ყოველი თქვენგანი.

დ♔სიახLOVE
20 ივნისი 2017”- წერს დეფი.

banner
წინა სტატიაში“ვპასუხობ ყველას, ვისაც კითხვა გაუჩნდა… არ მაქვს უფლება ჩემი ტრაგედიით ჩემი მაყურებელი დავამძიმო”- მაია ასათიანი
შემდეგი სტატიაპარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გამართება